вторник, 23 декабря 2008 г.

1. პროექტის სახელი: "ჩვენი თანამედროვე ხელოვანები"

2. პროექტის მოკლე აღწერა: გავაცნოთ საზოგადოებას ის ხელოვანი ადამიანები და მათი შემოქმედება, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილი ხალხისათვის.

3.პროექტის სრული აღწერა: ჩვენს გვერდით ცხოვრობს და მოღვაწეობს მრავალი ხელოვანი ადამიანი, ისინი სიყვარულით და ერთგულებით ემსახურებიან თავიანთ საქმეს, მაგრამ ზოგი მათგანის შემოქმედებას და სახელებს ხალხი ნაკლებად იცნობს, იმის მიუხედავად, რომ ღვაწლი ზოგჯერ ძალზე დიდია. ჩვენი მიზანია გავაცნოთ საზოგადოებას ეს ადამიანები და მათი შემოქმედება. პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრები ესტუმრებიან მათ, ჩამოართმევენ ინტერვიუს, გადაიღებენ, ჩაწერენ მათ ნამუშევრებს და შემდგომში გამოაქვეყნებენ ბიოგრაფიასთან, ინტერვიუებთან, საკუთარ შთაბეჭდილებებთან ერთად, გაუზიარებენ ამ ყველაფერს თანატოლებსა და უფროსებს.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15-17 წელი, X-XI კლასები.

5. ვადები/ხანგრძლივობა: მიმდინარე სასწავლო წლის იანვარი-მაისი/...

6. შესაძლო აქტივობები კლასში: ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვა, სახვითი ხელოვნების ნიმუშების ჩვენება, მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა, მათი განხილვა, შთაბეჭდილებების გაზიარება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის მოსალოდნელი შედეგი ის არის, რომ ასეთ ხელოვან ხალხს, მათ ღვაწლს, უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს ვიდრე აქამდე იცნობდა, მათ შორის მოსწავლეები. შესაძლოა სკოლაში გაკეთდეს ფოტო გამოფენა, კედლის გაზეთი, მოეწყოს პრეზენტაცია, მოწვეულ იქნან შეხვედრაზე შემოქმედი ადამიანები, შეიქმნას პროექტის ამსახველი ბლოგი ინტერნეტში.

8. სარგებელი სხვებისათვის: ჩვენი აზრით ხელოვნების ჭეშმარიტად ღირებული ნაწარმოების და მისი ავტორის გაცნობა სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისათვის.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. სხვა საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, ქართული ენა და ლიტერატურა, მუსიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ანა მაჭარაშვილი.

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: a.macharashvili@gmail.com

14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx/.1eac5bb0


15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://chveni-xelovanebi.blogspot.com/

საჩხერის #3 საჯარო სკოლა

Комментариев нет:

Отправить комментарий